суббота, 12 декабря 2009 г.

სასწავლო პროექტი




პროექტის სახელი: მოგზაურობა ევროპაში 

პროექტის მოკლე აღწერა: მოპოვებული თანხის მიზნობრივი განკარგვა,ორიენტირება 

საათობრივ სარტყლებზე. 

პროექტის სრული აღწერა: კლასი იყოფა ორ ჯგუფად . საჭირო ინფორმაციის მისაღებად იყენებენ საინფორმაციო ტექნოლოგიებს,ირჩევენ სამოგზაუროდ ქვეყნებს, არჩევენ ოპტიმალურ ვარიანტს და აკეთებენ ხარჯთაღრიცვას, ორიენტრებენ საათობრივ ბადეზე და განსაზღვრავენ  მგზავრობის დროს. ჯგუფები  შესაბამის მასალას განათავსებენ ფორმატზე და ახდენენ  პრეზენტაციას. 

მონაწილეთა ასაკი: მეშვიდე კლასი. 

 ვადები: ერთი კვირა.       

 პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: ჯგუფური მუშაობა, პრეზეტაცია.

 მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეთა ცნობიერების გაფართოება, ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა გარემოებებისა და ღირებულებების გათვალისწინებით. არჩევანის,მსჯელობის, დასაბუთების უნარის განვითარება.

 სარგებელი სხვებისთვის: მოსწავლეებს უყალიბდება მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარ-ჩვევა, მოსწავლეები აცნობერებენ მათემატიკის კავშირს სხვა სასწავლო დისციპლინებთან (კერძოდ გეოგრაფიასთან).                                              

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან კავშირი: კავშირშია გეოგრაფიასთან-განსაზღვრავს ქვეყნის მდებარეობას, შესაბამის სასაათო სარტყელს.

 პროექტის ფასილიტატორი: ნატო ორაგველიძე.

ფასილიტატორის ელ–ფოსტა: n.oragvelidze@gmail.com

Комментариев нет:

Отправить комментарий